დაშინება, მოსყიდვა და დაპირისპირება საარჩევნო უბნებზე | მეორე ტურის შეფასებები

გამოქვეყნდა:

დაშინება, მოსყიდვა, დაპირისპირება საარჩევნო უბნებზე - საქართველოში ჩატარებულმა არჩევნებმა ამერიკის საელჩოს მხრიდან ყველაზე მკაცრი შეფასება დაიმსახურა. დიპლომატიურ უწყებას თვითმმართველობის მეორე ტურის შეფასებისას, რომელიც ამომრჩევლის ნების კონტროლისა და მოსყიდვის ფონზე ჩატარდა, არ გამოუყენებია ისეთი ტერმინები, როგორებიცაა თავისუფალი და სამართლიანი გარემო.

დასავლელი პარტნიორების მკაცრი შეფასების არ უკვირთ ადგილობრივი არასამთავრობო ორგზანიციის წარმომადგენლებს. მაშინ, როდესაც ქართული ოცნება ადმინისტრაციულ რესურს ბოროტად იყენებს, გახშირდა ძალადობა მედიისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის, მესამე სექტორის წარმომადგენლებისთვის აშკარაა, რომ ხელისუფლებაში მყოფი პარტია ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ყველა ხერხს გამოიყენებს

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე მთავარი ტენდენციად დაშინების და მოსყიდვის შემდეგ, ბიულეტენების დიდი რაოდენობის გაბათილება გამოიკვეთა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დარჩათ შთაბეჭდილება, რომ კომისიის წევრებს ჰქონდათ მითითება, რაც შეიძლება მეტი ბიულეტენი გაებათილებინათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი