
რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება.
აქციის წევრები ამბობენ, რომ პროტესტის ნიშნად ისინი შიმშილობას იწყებენ და არ შეწყვეტენ მანამ სანამ მესამე პრეზიდენტი არ გათავისუფლდება.
უკვე 32-ე დღეა მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, მიხეილ სააკაშვილთან ამჟამად მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფება.