წინასაარჩევნო კამპანია შეზღუდვების ფონზე - ოპოზიცია ხელისუფლების მორიგ ხრიკზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

წინასაარჩევნო კამპანია შეზღუდვების ფონზე - მმართველი გუნდი მუშაობს ახალ წესებზე, რომლის გათვალისწინება პოლიტიკური სუბიექტისთვის სავალდებულო იქნება.

"ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ ახალი შეზღუდვები საარჩევნო აქტივობასა და პოლიტიკური პარტიების მხრიდან კამპანიის ჩატარებას არ შეზღუდავს.

სხვაგვარად მიიჩნევენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას  მათთვის წინასაარჩევნოდ დისკომფორტის შექმნა სურს.   

ეს პრაქტიკულად არის პირდაპირი განაცხადი იმისა, რომ ხელისუფლება აპირებს შეზღუდოს ოპოზიციის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში. ცდილობენ ახლა, რომ კიდევ ახალი რეალობა მოარგონ ქვეყანას თავზე, რომ მარტო თვითონ იყვნენ წარმოდგენილი წინასაარჩევნო კამპანიაში და ოპოზიცია გამოკეტოს სახლებში. როგორც არ გაუვიდათ იმ კანონპროექტის გატანა და მხოლოდ დროის მცირე მონაკვეთში იმოქმედებს ეს კანონი, ასევე, ზუსტად არ გაუვა ხელისუფლებას, რომ რაიმე შეზღუდვა დაუწესოს ოპოზიციას, - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაალ უდუმაშვილი. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი