"ასე მძიმედ არავის აუოხრებია საქართველო... ბოლოს, ქვეყნის საფლავზე, დავლურსაც შემოსცხებენ" - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"ასე მძიმედ არავის აუოხრებია საქართველო... ბოლოს, ქვეყნის საფლავზე, დავლურსაც შემოცხებენ"- ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, "ქართული ოცნების" მმართველობასთან დაკავშირებით Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

აგერ უკვე რამდენი წელია, დაძახილზე შეკრებას იწყებენ. უთენია იღვიძებენ და სახლებიდან გამოდიან. შენობებში შედიან. დაღამებამდე, ათას ბოროტებას ჩადიან. ყალბისმქმნელობენ. ფულს აშრიალებენ. ჩაგრავენ და აშინებენ. ყრიან და იპარავენ."ვერ" და ვერ ითვლიან. 

შუალდეში ამძაღებულ ყველს, ქონიან ძეხვს და ერთ ყუა პურს ჩაუშვებენ ამოუყორავ მუცელში. თუ კარგად მოიქცევიან, შეიძლება სპირტიანიც დაალევინონ. ბოლოს, დაიშლებიან, ხალხის უბედურებით გალეშილები. ამაში ცოტაოდენ ფულს აიღებენ და ზედაც ცოტას დაამატებენ, უბეში ჩაუკუჭავენ.

ასე სპობენ საკუთარი და სხვისი შვილების და მშობლების მომავალს. ასე ატრიალებენ ქვეყნის ისტორიის ჩარხს უკუღმა. ასე ხშირად არავინ შემოსევია სამშობლოს. ასე მძიმედ არავის აუოხრებია საქართველო.

ჩვენს ისტორიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი, სასტიკი და ამაზრზენი მტერი, მწვანეწინსაფრიანი ბეიჯიანების არმია - საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია. ბოლოს, ქვეყნის საფლავზე, დავლურსაც შემოსცხებენ, - წერს ნიკა გვარამია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი