
საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტეტსო აქციაზე დაკავებული პაატა აბჟანდაძე, სავარაუდოდ, ნაცემია. ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან ის წუხელ გვიან ღამით ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ირკვევა რომ დაზიანებები მას კისრისა და ხელის არეში აქვს მიღებული.
მას კლინიკაში, რენტგენოლოგიური გამოკვკლევა ჩაუტარდა, რის შემდეგაც მარჯვენა ხელის ფიქსაცია გახდა საჭირო. თავად დაკავებული "მთავართან" აღნიშნავს, რომ მას ხელი, პოლიციელებმა დაკავებისას დაუზიანეს.
"როგორც ჩანს დაკავებისას მიიღო დაზიანებები, რის გამოც იზოლატორმა არ მიიღო, რადგან ჩივილები ჰქონდა დაკავებულ პირს და გადმოყვანილ იქნა ღუდუშაურის საავადმყოფოში. დეტალურად არ გვაქვს გადმოცემული რაიმე საბუთი გადმოცემული, დაკავების ოქმი და არ ვიცით რა მუხლით და რაზე დაობს პოლიცია", - ამბობს ვალერი გელბახიანი.
ადვოკატი ამბობს, რომ აბჟანდაცეს კანონი არ დაურღვევია.