ხელისუფლების ფავორიტი კომპანია, რომელიც შეღავათებით სარგებლობს - ოპოზიცია კორუფციულ სქემაზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

ხელისუფლების ფავორიტი კომპანია, რომელსაც 2019 წელს გადასახდელი სესხის რამდენიმე წლით გადავადება შეუძლია - აუდიტის სამსახური ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად, ხელისუფლების მიერ კომპანია "ენერგოტრანსის" მიმართ გამოვლენილი ლოიალობის გამო, ბიუჯეტში ძირითადი თანხა საგრძნობლად შემცირდა.

ირკვევა, რომ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში "ქართული ოცნების" ხელისუფლების ის წარმომადგენლები არიან თავმოყრილნი, რომლებიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდნენ. მაგალითად, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, პარლამენტიდან სკანდალურად წასული დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი და ასევე, დავით ვარდიაშვილი, რომელიც  ქვემო ქართლის გუბერნატორისა და  შს მინისტრის მოადგილე იყო.

ოპოზიცია ამ ყველაფერში კორუფციასა და ნეპოტიზმს ხედავს.

ეს სტრუქტურები არის ჩინოვნიკების ოჯახებისა და პარტიული აქტივის თავშესაფარი, სადაც ათასობით და ათეულ ათასობით ხელფასი აქვთ ერთი თვის განმავლობაში, ხოლო კონკრეტულად ეს კომპანია არის პარლამენტიდან გაგდებული დეპუტატის დასაქმების ადგილი. ეს არის ხალხის, ადამიანების რესურსების გამოყენება ხელისუფლებასთან დაახლოებული ჩინოვნიკების მიერ და ეს არის პირდაპირ, თუ შეიძლება ასე ითქვას, კორუფციული სქემა. ხალხის ქონებას იყენებენ, როგორც პირად საკუთრებას, - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი