ბათუმში შვიდი უბნის შედეგების გადათვლის პროცესი ხმაურისა და დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა. ვითარება პირველად ბათილი ბიულეტენების გადათვლის პროცესის დროს დაიძაბა.
პოლიციამ ტერიტორიიდან დამკვირვებელი გაიყავნა. მისი გაძევების გადაწყვეტილაება ოლქის თავმჯდოამრემ მიიღო, მიზეზად კი მუშაობაში ხელის შეშლა დაასახელა.
ოპოზიცია რამდენიმე ბიულეტენის ბათილობას ეჭვქვეშ აყენებს.
"საოლქო საარჩევნო კომისია, მისი წევრები ამჟღავნებენ ხელისუფლების მხარდაჭერას. იყო იქ ოლქის კომისიის წევრი, ენმ-დან რომელმაც მოითხოვა დაკვირვება ბიუელეტენებზე, მაგრა საშუალება არ მისცეს. [...] ბოღმის ენით გველაპარაკება დღევანდელი ხელისუფლებაც, მისი წარმომადგენლებიც, თვითონ საოლქო საარჩევნო კომისიაც", - თქვა ერთ-ერთმა დამკვირვებელმა.
ცნობისთვის, ოპოზიცია დღეს რეგიონებში გასვლას და საპროტესტო აქციებს ბათუმიდან იწყებს. აქცია 17:00 საათზეა ჩაინშნული.