წითელი ბარათი აშშ-დან და მოსალოდნელი სანქციები - მორიგი უმწვავესი წერილის მიუხედავად "ოცნება" პრობლემებს ვერ ხედავს

გამოქვეყნდა:

"რუსი ოლიგარქი", "დაუწესდეს ივანიშვილს სანქციები" - ასეთი საპროტესტო შეძახილებით შეხვდნენ "გაბედეს" წევრები პარლამენტის თავმჯდომარეს. სამოქალაქო აქტივისტები არჩილ თალაკვაძისგან ტრამპის პარტიის წევრის მწვავე წერილზე ადეკვატურ რეაქციას ითხოვდნენ.

გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილ წერილში რესპუბლიკელი კონგრესმენი მარკვეინ მალენი არ გამორიცხავს, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლებას სანქციები დაუწესოს. 

ტრამპის პარტიის წევრს საქართველოს ხელისუფლების მიმართ უმკაცრესი ტონი ჰქონდა. წერილში ის საუბრობს ტროლების და ბოტების სკანდალზე, ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების დევნაზე და ამერიკული  კომპანიებისთვის შექმნილ პრობლემებზე

კონგრესმენის ვრცელ წერილში კი ქართულმა ოცნებამ დღეს მხოლოდ ერთი წინადადება დაინახა, სადაც საუბარი ამერიკული კომპანია ფრონტერასთვის შექმნილ პრობლემებს ეხებოდა. 

თალაკვაძეს დღეს შენიშვნების მოსმენა ამერიკის ადმინისტრაციის წარმოამდგენლებისგან უწევდა, ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა პრაქტიკულად გაიმეორა ის რასაც მწვავე წერილში კონგრესმენი წერს ქართულ ოცნებას სათქმელი დიპლომატიური ენით უთხრა. 

არასაპარლამენტო ოპოზიციას სტრატეგიული პარტნიორებისგან ასეთი მკაცრი გზავნილები და წერილები არ ახსენდება. ისინი ვარაუდობენ, რომ თუ ოცნება ასე განაგრძობს მოკავშირეების იგნორს, მაშინ პოლიტიკური საქმე სანქციებამდე მივა. 

მარკვეინ მალენი ტრამპის პარტიის წევრი და რესპუბლიკელი კონგრესმენია. გიორგი გახარიასადმი მიწერილ წერილში მალენი წერს, რომ სრულიად იზიარებს ყველა იმ პრეტენზიას , რომელიც ადამ კინზინგერისა და ჯარალდ კონოლის წერილში იყო გამოთქმული.   

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი