"საქართველო იწყებს სამართლიან პროტესტს" - ბათუმში და რუსთავის ციხესთან დღეს აქციები გაიმართება

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია გაყალბებისა და ძალადობის ფონზე ჩატარებული არჩევნების შედეგებთან შეგუებას არ აპირებს - ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი აქციები დღეს, 17:00 საათზე ბათუმიდან დაიწყება. დღესვე, საღამოს 6 საათზე აქციაა დაგეგმილი რუსთავის ციხესთან. 

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ამბობს, რომ ციხესთან პროტესტს პერმამენტული ხასიათი ექნება.

"ის რაც ხელისუფლებამ იკადრა, ის რაც ბიძინა ივანიშვილმა იკადრა, ღარიბაშვილმა, ყველამ ვინც კი ქართული ოცნების ეგიდითა და სახელით არჩევნების დღეს მოქმედებდა, არის დანაშაული. ყველაზე დიდი დანაშაულია, როდესაც არჩევანს ართმევ საქართველოს მოქალაქეს, ამიტომაც საქართველო იწყებს პროტესტს, იწყებს სამართლიან პროტესტს და ეს პროტესტი იწყება დღეს ბათუმში. ველოდებით ბათუმელებს და არა მხოლოდ, 5 საათზე აჭარის მთავრობის მიმდებარე ტერიტორიაზე", - თქვა ნიკა მელიამ. 

30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები გაიმართა. ქვეყნის მასშტაბით ხმის მიცემის პროცესი ხმაურისა და დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობდა. საარჩევნო უბნებთან კვლავ სიებით იყვნენ მობილიზებული მმართველი გუნდის კოორდინატორები და ე.წ. ძველი ბიჭები, რომლებიც ამომრჩევლებზე ზეწოლას ახდენდნენ. ასევე, დაფიქსირდა სავარაუდო მოსყიდვის არაერთი ფაქტი. ამის გამო, ოპოზიციაში განაცხადეს, რომ მმართველმა გუნდმა ამომრჩევლებს ხმები ისევ მოპარა და მწვავე საპროტესტო ტალღა დააანონსეს. 

რაც შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე 33-ე დღეა, შიმშილობს. როგორც მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და შესაძლოა, ნებისმიერ დროს გართულდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი