ბრძოლა იქნება რთული, მაგრამ გამარჯვება გარდაუვალია - ზუგდიდში საპროტესტო აქცია ხვალ გაიმართება

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანი წითლიძის ინფორმაციით, ხვალ, 3 ნოემბერს, ზუგდიდში აქცია გაიმართება. მოქალაქეები პროტესტს 20:00 საათზე, ენმ-ის ოფისიდან დაიწყებენ.

"ამ არჩევნებმა გვანახა რომ მხოლოდ არჩევნებზე ხმის მიცემა არ არის საკმარისი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლისთვის ბრძოლას სჭირდება ქუჩაში ბრძოლა და ხმების დაცვა.

არ დაიღალოთ, ბრძოლა იქნება რთული, შეიძლება ხანგრძლივიც მაგრამ გარდაუვალი გამარჯვების", - წერს ანი წითლიძე. 

ცნობისთვის, დღეს 17:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება ბათუმში, ხოლო 18:00 საათზე რუსთავის ციხესთან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი