
ბათუმი საპროტესტო აქციისთვის ემზადება - მოქალაქეები მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ქვეყნის თავისუფლების გადასარჩენად 17:00 საათზე აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბებიან. სცენის მონტაჟი ადგილზე უკვე დაწყებულია.
როგორც ბათუმის მერობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ აღნიშნა, თავისუფლებისა და ცვლილებებისთვის ბრძოლა არ შეწყდება.
"ბრძოლა თავისუფლებისა და ცვლილეებისთვის ბუნებრივია გრძელდება და ამ ბრძოლის მთავარი შემადგენელი ნაწილი ხდება ქუჩა, იწყება ბათუმიდან, ისევე როგორც ბევრი რამ იწყება ბათუმიდან და დღეს 17:00 საათიდან ველოდებით ძალიან ბევრ ადამიანს, ბევრ ბათუმელს. ერთად უნდა გავაპროტესტოთ ის მოცემულობა რაც გვაქვს, თავისუფლებისთვის ბრძოლის შეწყვეტა არ შეიძლება ", - თქვა გიორგი კირთაძემ.
ცნობისთვის, დღეიდან პერმამენტული აქციები დაიწყება რუსთავის ციხესთანაც, სადაც მოქალაქეები 18:00 საათიდან შეიკრიბებიან.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.