ერთადერთი, რასაც ჩემი დაკავებით მიიღებენ, კიდევ ერთი მოშიმშილე პატიმარი იქნება - სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე მოწმეები გამოკითხეს 

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც ხელისუფლებამ ტრადიციულად არჩევნების წინ დააანონსა, მოწმეები გამოკითხეს.

ბესო წერედიანმა და 2 სამოქალაქო აქტივისტმა, რომლებიც სუს-ის ვერსიით ხელისუფლების დამხობასა და დესტაბილიზაციას გეგმავდნენ, კითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხეს.

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ მზად არიან, ყველანაირი კონსტიტუციური ფორმით დაიცვან მესამე პრეზიდენტი, თუმცა ის საუბრები, რომელსაც სუს-ი ეყრდნობა, სამართლებრივ მტკიცებულებად არ გამოდგება.

"ერთადერთი, რასაც მიიღებს ხელისუფლება ჩემი დაკავებით, ეს იქნება კიდევ ერთი მოშიმშილე პატიმარი, პოლიტიკური შავი ხვრელი და ის სიტუაცია, რაც აქვს ახლა რუსთავის ციხესთან. საუბარი ამოღებულია რამდენიმე ჩანაწერიდან და შეერთებულია, შესაბამისად, ხმის და საუბრის ავთენტურობა უნდა დაადასტუროს მხოლოდ სანდო ექსპერტიზამ", - თქვა ​ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრმა ბესიკ წერედიანმა.

ცნობისთვის, სუს-მა სახელმწიფოს დამხობის მუხლით კიდევ ერთი გამოძიება 29 ოქტომბერს დაიწყო. ლილუაშვილის უწყებაში ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, მისი გლდანის მერვე დაწესებულებაში გადაყვანისას, მის მომხრეებს დაგეგმილი ჰქონდათ ხელის შეშლის მიზნით, გზების ბლოკირება და "დესტრუქციული ქმედებებით", ქაოსისა და უკონტროლო სიტუაციის შექმნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი