გზების ბლოკირება ქაოსის შექმნის მიზნით - სუს-მა სახელმწიფოს დამხობის მუხლით მორიგი გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნდა:

სუს-მა  სახელმწიფოს დამხობის მუხლით კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო - ლილუაშვილის უწყებაში ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, მისი გლდანის მერვე დაწესებულებაში გადაყვანისას, მის მომხრეებს დაგეგმილი ჰქონდათ ხელის შეშლის მიზნით, გზების ბლოკირება და "დესტრუქციული ქმედებებით", ქაოსისა და უკონტროლო სიტუაციის შექმნა.

როგორც სუსშ- განაცხადეს, ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყანეს პენიტენციური დაწესებულება, ხოლო საქმის ფიგურანტებმა უარი თქვეს დაკითხვაზე, რის გამოც ისინი სასამართლოში, კანონმდებლობის შესაბამისად გამოიკითხებიან. ვინ არიან საქმის ფიგურანტები, ლილუაშვილის უწყებაში არ დააკონკრეტეს.

სუს-მა აუდიომტკიცებულებაც წარმოადგინა, რომელიც მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაწერეს. ჩანაწერი 2 საათიანია და ის სისხლის სამართლის საქმეს თან აქვს დართული.

ლილუაშვილის უწყების წარმომადგენლის თქმით, საუბარი მიმდინარეობს ენმ-ს წევრებს შორის, ერთ-ერთი მათგანი კი ბესო წერედიანია.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი