
"თავისუფლება მიშას" - ოზურგეთის ადმინისტრაციულ შენობაზე ბანერის გადმოფენისა და ბიძინა ივანიშილის სახლთან წარწერის გაკეთების გამო "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები სასამართლოში დაიბარეს.
პარტიის წევრის, ბესო ქათამაძის ინფორმაციით, სასამართლო 3 ნოემბერს არის ჩანიშნული.
"ივანიშვილის სახლის შესასვლელთან, წარწერა #თავისუფლება #მიშას დაწერის გამო 3 ნოემბერს დამინიშნეს სასამართლოს სხდომა, იმ ფონზე როცა მოქალაქეების ათობით საქმეს თვეებია არ განიხილავენ.ვერ შემაშინებით გამორიცხულია, ბრძოლა იქნება უკომპრომისო", - წერს ბესო ქათამაძე Facebook-ზე.
ასევე იხილეთ:
"თავისუფლება მიშას!" - ოზურგეთში ადმინისტრაციულ შენობაზე ბანერი გადმოკიდეს