
ბათუმი საპროტესტო აქციისთვის ემზადება - ამ წუთებში მთავრობის სახლთან სცენას აწყობენ. ადგილზე თბილისიდან ოპოზიციური პარტიების ლიდერებსაც ელოდებიან. აქცია 17:00 საათზე დაიწყება.
"ჩვენი მთავარი ბრძოლის ხაზი გადის თავსუფლებასა და ცვლილებებზე. სასწრაფო წესით უნდა გათავისუფლდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი ივანიშვილის პირადი ტყვეობიდან და ყველამ ვიცით, რომ ეს ადამიანი არის პოლიტიკური პატიმარი, მოგვწონს თუ არ მოგვწონს. არ შეიძლება ამას შევეგუოთ, მით უმეტეს, როცა მისი მდგომარეობა არის ისეთი, როგორიც არის და ამის შესახებაც ყველამ ყველაფერი ვიცით", - აღნიშნა ბათუმის მერობის ოპოზიციურმა კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ.
მისი თქმით, ბათუმელმა ამომრჩეველმა მკაფიოდ თქვა, რომ ცვლილება და კოალიციური მმართველობა სურს.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.