"მთავარი არხის" ექსკლუზივი - შეტყობინება, რომელიც სამმართველოს უფროსებს დაეგზავნათ

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ექსკლუზიური ინფორმაციით, სამმართველოს ხელმძღვანელებმა დღეს შეტყობინებები მიიღეს, რომლის მიხედვითაც მათ იმ ადამიანების სიები უნდა მოამზადონ, ვისაც რობოკოპებში დამატება სურთ. 

უცნობია რას უკავშირდება უწყბაში მსგავსი მობილიზება.

"სასწრაფოა 15:00 საათამდე სამმართველოს ხელმძღვანელებმა გადმოგვიგზავნოთ სიები ვისაც სურვილი აქვს იყოს რობოკოპებში (დანამატი იქნება) მოიკითხეთ კარგი, ღონიერი და სანდო ბიჭები. ასევე პირველ რიგში მოიკითხეთ ვისაც გავლილი აქვს რობოკოპები. (სრული მონაცემები გადმოაგზავნეთ სახელი-გვარი, თანამდებობა, წოდება ტელეფონი) - წერია შეტყობინებაში.

"მთავარი არხი" დამატებით დეტალებს 18:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გაასაჯაროვებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი