"მადლობა იმედა კლდიაშვილს, გმირ „გირჩელს“, ახალ ქართველს!" - საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ქუთაისში დაკავებულ ვიცე-მერობის კანდიდატს იმედა კლდიაშვილს მიმართავს. მისი თქმით, ამ თავისუფლებისმოყვარე ქართველისგან ყველამ მაგალითი უნდა ავიღოთ.
"მადლობა იმედა კლდიაშვილს, გმირ "გირჩელს", ახალ ქართველს! ქუთაისში მოგებული და მოპარული არჩევნების შემდეგ იმედა კლდიაშვილმა ნამდვილი სამოქალაქო გმირობა ჩაიდინა. აი, ასეთი გმირობის აქტების ეშინია სიკვდილივით რეჟიმს. ამ თავისუფლებისმოყვარე ქართველისგან ყველამ მაგალითი უნდა ავიღოთ.
მე ვამაყობ, რომ მისი თანამემამულე ვარ. დიდი მადლობა ასევე ქუთაისის კომისიის წვერს, რომელმაც სიმართლე თქვა. ის ამ მომენტამდე გატაცებული ჰყავთ და ალბათ ძალადობით ცდილობენ ჩვენება შეაცვლევინონ. ამ გატაცების შემდეგ, რაც არ უნდა ათქმევინონ, მან მთავარი სიმართლე უკვე თქვა და ყველასგან მადლობა ეკუთვნის. ველი, რომ მას სხვებიც მიბაძავენ", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
იმედა კლდიაშვილი გუშინ ქუთაისში, მას შემდეგ დააკავეს, რაც მან დაუმორჩილებლობის აქტი გამოაცხადა და სუს-ის შესასვლელი საკუთარი ავტომობილით ჩაკეტა. ის იმერეთის სამხარეო პოლიციის შენობაშია მოთავსებული.
ვიცე-მერობის კანდიდატის პროტესტი სუს-ის მხრიდან ერთ-ერთი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრზე ზეწოლას უკავშირდება.