ბათუმში, აჭარის მთავრობასთან, ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

ბათუმში, აჭარის მთავრობასთან, ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა რეგიონებსა და თბილისში მასშტაბური აქციები თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ დააანონსეს.

მათი თქმით, არჩევნები გაყალბდა და ის ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს.

ეს იყო არჩევნები ცვლილებასა და ჭაობში დარჩენას შორის, განვითარებასა და უკუსვლას შორის... მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს ამ ქვეყნის უკანასკნელი პოლიტიკური პატიმარი. ეს არის გზა ევროპისკენ, ეს არის გზა გამარჯვებისკენ და ამას ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ, - ამბობს სიტყვით გამოსვლისას მირდატ ქამადაძე.

პარალელურად, რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში აქციას მართავენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი