"მირჩევნია მიხეილ სააკაშვილთან ერთად საკანში ვიჯდე, საერთოდ არ ვიყო ცოცხალი, ვიდრე ამ უნამუსობას ვუყურო" - ამის შესახებ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ისაუბრა. თქვა, რომ ოპოზიცია საპროტესტო აქციებს აპირებს, მანამ სანამ სიმართლე არ გაიმარჯვებს.
დიახაც, საპროტესტო აქციებისკენ ვაპირებთ სვლას, ფართომასშტაბიანი აქციები არ შენელდება, მანამ, სანამ სიმართლე არ გაიმარჯვებს, უახლოეს მომავალში და არა ორ თვეში ან სამ თვეში.... მეორე შეკითხვა იბადება, რას აპირებთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით - პირდაპირ გეტყვით, ბრძოლას ვაპირებთ მის გათავისუფლებამდე, ბოლომდე. როგორც ღირსეული საქართველოს მოქალაქის, რომელიც უკანონოდ გამოკეტილია ბიძინა ივანიშვილის ტყვეობაში, როგორც ჩვენი თანამებრძოლის და როგორც ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება, არ არის ჩვენი სურვილი, ეს არის ვალდებულება... მირჩევნია მიხეილ სააკაშვილთან ერთად საკანში ვიჯდე, საერთოდ არ ვიყო ცოცხალი, ვიდრე ამ უნამუსობას ვუყურო, - თქვა ნიკა მელიამ.
ამ წუთებში, ბათუმში ოპოზიციის აქცია იმართება, მათი თქმით, 30 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაყალბდა.