
"არ აქვს მნიშვნელობა ვის მოსწონს და ვის არა, საქართველოს პრეზდენტი არ უნდა იყოს შურისძიებაში!" - ამის შესახებ ბათუმში მიმდინარე აქციაზე დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ისაუბრა. მისი თქმით, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანების ერთობა არის ის, რაც თავისუფალი საქართველოს მომავალს შექმნის.
ელენე ხოშტარიამ მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ უნდა იყოს შურისძიებასა და პოლიტიკურ ტყვეობაში.
ერთობა არის ერთადერთი რეცეპტი, რომელიც შექმნის თავისუფალი საქართველოს მომავალს და ამ მომავლის დათმობას ჩვენ არ ვაპირებთ. ჩვენ შეიძლება ვიყოთ სხვადასხვა პარტიიდან და გვქონდეს განსხვებული პოლიტიკური შეხედულებები, მაგრამ არ არსებობს საქართველოში ადამიანი, რომელსაც გული არ უსკდება, იმიტომ რომ მესამე პრეზიდენტი არის სიკვდილის პირას, არ არსებობს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამას შეეგუება, არ აქვს მნიშვნელობა ვის მოსწონს და ვის არა, საქართველოს პრეზდენტს არ უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობის პრობლემა, არ უნდა იყოს შურისძიებაში და პოლიტიკურ ტყვეობაში თავად დამნაშავე ივანიშვილი და ღარბაშვილისგან, ამიტომ ჩვენ ამაშიც ვართ ერთიანები და ვიბრძოლებთ ყველა ერთად,-თქვა ელენე ხოშტარიამ.
ამ წუთებში ბათუმსა და რუსთავში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს.