
"ვიბრძოლებთ ბოლომდე უკომპრომისოდ, სადაც არ არსებობს უკან დასახევი გზა. არსებობს მხოლოდ
ერთობა და მხოლოდ გამარჯვება" - ამის შესახებ ბათუმში, საპროტესტო აქციაზე ფრაქცია "ლელოს" წევრმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს შიში უნდა დასრულდეს და თითოეულ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, პირადი გამბედაობის მაგალითზე დაძლიონ შიში, რათა ყველას აჩვენონ, რომ არ არსებობს შიში, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე სამშობლოს სიყვარული.
მე დღეს აქ წარმოვადგენ პოლიტიკურ გაერთიანება ლელოს, რომლის თავმჯდომარე არის სისხლის სამართლის ბრალდებული ქართული ოცნების მხრიდან. მაგრამ მან დათმო მანდატი იმისთვის, რომ დაეძლია შიში და მიეცა მაგალითი და დღეს თქვენც გაქვთ შესაძლებლობა, თქვენი პირადი გამბედაობის მაგალითზე, დაძლიოთ შიში და ყველას ჩვენს გარშემო აჩვენოთ, რომ არ არსებობს შიში, რომელიც უფრო მეტია ვიდრე სამშობლოს სიყვარული. მეგობრებო, მე ბევრ აქციაზე თქვენთან ერთად დავამკვიდრე ერთი მნიშვნელოვანი შეძახილი. ეს ქალაქი არ უნდა ეკუთვნოდეს ერთეულებს, ეს ქალაქი არ უნდა ეკუთვნოდეს ადამიანებს, რომელებიც ამ უბედურების სათავეები არან. ეს ქალაქი არ უნდა ეკუთვნოდეს იმ ადამიანებს, რომელებიც საჭიროებებს მხოლოდ მეჯვარეობით განსაზღვრავენ. ეს ქალაქი არ უნდა ეკუთვნოდეს ერთ კაცს. ეს ქალაქი და ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ და კიდევ ერთხელ ხმამაღლა
გავაგონოთ ხმა ვისია ეს ქალაქი. ვიბრძოლებთ ბოლომდე უკომპრომისოდ, სადაც არ არსებობს უკან დასახევი გზა. არსებობს მხოლოდ ერთობა და მხოლოდ გამარჯვება, - თქვა ირაკლი კუპრაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბათუმსა და რუსთავში ოპოზიციამ საპროტესტო აქციები გამართა.