შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტები ჟურნალისტებზე ძალადობაზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მსგავსი ფაქტები ბევრ ქვეყანაში ხდება. აშშ სხვა ქვეყნებს მოუწოდებს, პასუხი აგებინონ მათ, ვინც მედიის წარმომადგენლებს დევნის, აშინებს და ემუქრება:
"თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია ლიდერებს პასუხისმგებლობას აკისრებს, იცავს მოქალაქეების უფლებასა და უზრუნველყოფს, რომ ჩვენი საზოგადოება კარგად ინფორმირებული იყოს. ბევრ ქვეყანაში ჟურნალისტებს ან ფიზიკური ძალადობა ან თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. შეერთებული შტატები გმობს, მუქარას, შევიწროებას და ძალადობას ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. ხშირად, ეს მუქარები მოდის ხელისუფლებისგან, ცდება სახელმწიფო საზღვრებს, მათ შორის, სათვალთვალო ტექნოლოგიების არასათანადო გამოყენების გზით, რომლებიც თვალყურს ადევნებენ ჟურნალისტების კომუნიკაციებსა და ადგილსამყოფელს, რომ შეზღუდონ მათი შესაძლებლობა, გააშუქონ სამთავრობო კორუფცია და რეპრესიები. სამუშაოს შესრულების გამო, მედიის არც ერთ წარმომადგენელს, არ უნდა ემუქრებოდნენ, ავიწროებდნენ, ფიზიკურად თავს ესხმოდნენ ან აკავებდნენ[…..]
ჩვენ ასევე გვახსოვს ჟურნალისტები და სხვა მედიის წარმომადგენლები, რომლებიც მოვალეობის შესრულების დროს მოკლეს. სახელმწიფო დეპარტამენტი ისწრაფვის მასმედიის განვითარებას ჩვენ ქვეყანაში და მის საზღვარგარეთ, მოვუწოდებთ სხვა ხელისუფლებებს, პასუხი აგებინონ მათ, ვინც დევნის, აშინებს და იყენებს ძალადობას ჟურნალისტების წინააღმდეგ",-ნათქვამია განცხადებაში.