"უფრო სუსტად იყო, ვიდრე გუშინ... გადავწყვიტეთ, ხვალ გაუკეთდება ტესტები, რაზეც დაგვთანხმდა" | ნიკოლოზ ყიფშიძე მიხეილ სააკაშვილზე 

გამოქვეყნდა:

ხვალ მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილი დამატებითი ტესტის ჩატარებას დათანხმდა - ამის შესახებ დღეს რუსთავის ციხესთან მისმა პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ ისაუბრა. 

"დღეს ცოტათი უფრო სუსტად იყო, ვიდრე გუშინ, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ხვალ გაუკეთდება ტესტები. ყველაფერს გავიმეორებთ, რაც ადრე კეთდებოდა. ახლა ვაპირებთ ტესტების გაკეთებას ხვალ, შემდეგ ანალიზს. ახლა უკვე 2 კომისია გვაქვს წინა და ალტერნატიული და ალბათ მოვიწვევთ და გავაკეთებთ დასკვნას. 

დასუსტებული იყო. წნევის თამაში იყო, პულსი იყო სხვადსხვანაირი. მე კი მოვითხოვ ჰოსპიტალიზაციას, მაგრამ კონსილიუმი გადაწყვეტს. შიმშილობს. ციხის ექიმებთან ერთად ვთხოვეთ პრეზიდენტს, რომ ერთი ტესტი კიდე გავაკეთოთ, იმიტომ, რომ არ მოგვწონს ჩვენ მდგომარეობა და ისიც დათანხმდა.",- თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში უკვე 33 დღეა, შიმშილობს. "ოცნების" ხელისუფლებამ ის 1 ოქტომბერს დააკავა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი