
ავღანეთში, ქაბულის სამხედრო ჰოსპიტალში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა. ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით BBC წერს, რომ აფეთქება საავადმყოფოს გარეთ მოხდა.
თვითმხილველები ასევე ამბობენ, რომ აფეთქების შემდეგ, უცნობი პირი კლინიკაში იარაღით შეიჭრა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია, თუმცა თალიბანმა მომხდარში ე.წ. ისლამური სახელმწიფო დაადანაშაულა.