ნორვეგიის ხელბურთის ქალთა გუნდის გამარჯვება | საერთაშორისო ფედერაციამ ბიკინის ტარების ვალდებულება გააუქმა

გამოქვეყნდა:

ნორვეგიის ხელბურთის ქალთა გუნდმა თამაშის დროს ბიკის ტარების ვალდებულება გააპროტესტა, რის შემდეგაც ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ფორმის ტარების მოთხოვნები შეცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას Nytimes ავრცელებს. 

ივლისში ნორვეგიის ხელბურთის ქალთა გუნდის წევრები მოედანზე სათამაშოდ არა სავალდებულო ბიკინის ქვედატანით, არამედ ტანზე მომდგარი "შორტებით" გამოვიდნენ. ამის შემდეგ კი "შეუსაბამო ჩაცმულობის" გამო, ევროპის ხელბურთის ფედერაციამ ისინი €1 500-ით დააჯარიმა.

სანქციებს ქალი ხელბურთელებისა და მწვრთნელების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ისინი ამბობდნენ, რომ მოთხოვნები "სექსისტურია" და მათზე ზეწოლა ხდებოდა. 

გამოცემის ცნობით, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ფორმის ტარების მოთხოვნები  3 ოქტომბერს შეცვალა და 1 იანვრიდან ამოქმედდება, „ქალი სპორტსმენები ვალდებული იქნებიან, ატარონ მოკლე, მჭიდროდ მორგებული შორტი“.

აღსანიშნავია, რომ პლაჟის ხელბურთის წინა წესები ქალებს ბიკინის ქვედატანის ტარებას ავალდებულებდა. ძველი წესების მიხედვით, ბიკინის ქვედაბოლოების გვერდები არ შეიძლებოდა, რომ ოთხ სანტიმეტრზე მეტი ყოფილიყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი