"ჩვენი ამბიციები გაიზარდა და წალენჯიხელების სუნთქვას მთელ საქართველოში იგრძნობთ" | წალენჯიხის გამარჯვებული მერი გიორგი ხარჩილავა

გამოქვეყნდა:

წალენჯიხის გამარჯვებული, ოპოზიციონერი მერი, გია ხარჩილავა ამბობს, რომ წალენჯიხაში "ქართულმა ოცნებამ" მოქალაქეებზე ზეწოლა, მცდელობის მიუხედავად, ვერ მოახერხა. ამასთან დაკავშირებით, მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი" ისაუბრა. 

ხარჩილავამ გადაცემაში აღნიშნა, რომ "ქართული ოცნებისთვის" წალენჯიხაში მოგება მნიშვნელოვანი იყო.

"​მთლიანობაში წალენჯიხის ამომრჩეველსა და ელექტორატზე ვერ იმუშავა ხელისუფლების რეპრესიულმა მექანიზმმა. ხელისუფლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო წალენჯიხაში, როგორც იდეოლოგიურ ფრონტზე გამარჯვება, რადგან მას ძალიან კარგად ჰქონდა გააზრებული, რომ წალენჯიხაში დამარცხება მოახდენდა პროცესების შემდეგ დეტონაციას. წალენჯიხაში ქართული ოცნების დამარცხება და ახალი ქართული სულიერი ამბოხი, ახალი ქართული ეროვნული მოძრაობა, ცვლილებებისკენ გამარჯვების მოწოდება მთელ ქვეყანაში გამარჯვებას მოიტანდა",-თქვა გია ხარჩილავამ.

ცნობისთვის, 30 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში წალენჯიხაშ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა, გია ხარჩილავამ გაიმარჯვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი