ჩვენ პრემიერის კანდიდატურა უნდა დავასახელოთ, რადგან ხალხი ხმას აძლევს კონკრეტულ ადამიანებს - გიორგი ვაშაძე

გამოქვეყნდა:

ყველამ უნდა ვიცოდეთ, მთავარი არის არა ის, რა უნდა გიორგი ვაშაძეს ან რომელიმე პარტიას, არამედ ის რა სჭირდება დღეს საქარათველოს, ჩვენს მოქალაქეებს - განაცხადა გიორგი ვაშაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

ვაშაძის თქმით, მისი და მისი პარტიის ერთადერთი საზრუნავია ქვეყნის გაღარიბებული მოსახლეობის შველა, რომელთაც ოპოზიციის ერთიანობის იმედი აქვთ და ვაშაძის მტკიცებით, იგი ამ იმედს ხალხს არ გაუცრუებს. 

 

პირდაპირ გეუბნებით, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ და არ დავუშვებ ერთიუანობის დარღვევას, იმიტომ რომ გამარჯვება არის ერთიანობაში, ძალა არის ერთიანობაში. ჩვენს მტერს ყველაზე მეტად აშინებს ჩვენი ერთიანობა, - აცხადებს ერთიანი ოპოზიციის წარმომადგენელი

ვაშაძე ამბობს, რომ მისთვის მთავარი ერთიანი ძალებით ბრძოლაა და მისთვის გაუგებარია, რას უარყოფენ ან გამორიცხავენ მისი კოლეგები, რადგან პრემიერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა თავად არ დაუყენებია. 

მე არ დამიყენებია ჩემი კანდიდატურა ჯერ გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში პრემიერობაზე, ეს იყო ადამიანების გარკვეული მოსაზრებები. ყველას მინდა ვუთხრა და დავამშვიდო, რომ თუნდაც ასეთი განცხადებები, ჩვენს ფორმატში დისონანსს ვერ შეიტანს, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ოპოზიციონერი მიიჩნევს, რომ სასურველია პრემიერობის ერთიანი კანდიდატისა და სამთავრობო გუნდის დასახელება, რათა ამომრჩეველს შემოდგომაზე მკაფიო არჩევანის გაკეთების საშუალება ჰქონდეს. შესაბამისად, ის თანამდებობების წინასწარ გადანაწილების ნეგატიურ კონტექტში გაგებას შეცდომად მიიჩნევს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი