გვინდა, მუდმივად გავამხნევოთ მიხეილ სააკაშვილი - მოქალაქეები რუსთავის ციხესთან დღეს ისევ შეიკრიბებიან

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართული აქციის მონაწილეების ნაწილმა ღამე რუსთავის მეთორმეტე დაწესებულებასთან გაათენა. ისინი ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისკენ მოუწოდებენ. 

"გადაწყვეტილი გვაქვს ამ ციხესთან ვიყოთ დღისითაც, ღამითაც, მუდმივად გვინდა გავამხნევოთ მიხეილ სააკაშვილი და ფიზიკურად მასთან რაც შეიძლება ახლოს ვიყოთ. ეს იყოს ერთ-ერთი ეპიცენტრი პროტესტისა", - თქვა ენმ-ს წევრმა, გიორგი ბარამიძემ.

მხარდამჭერები საპატიმროსთან მიხეილ სააკაშვილის გასამხნევებლად კიდევ უფრო მასშტაბურ აქციას დღეს, 18:00 საათზე აანონსებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი