"მნიშვნელოვანია საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმება" - ოპოზიცია ერთიანი სტრატეგიის მნიშვნელობაზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

ოპოზიციის მოლაპარაკების მთავარი თემა ამ ეტაპზე მაჟორიტარებზე შეთანხმება უნდა გახდეს - ხელისუფლების ოპონენტები ერთიანი სტრატეგიის მნიშვნელობაზე საუბრობენ. ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი აცხადებს, რომ კონკრეტული კანდიდატურების შესახებ მსჯელობა მას შემდეგ უნდა დაიწყოს, რაც არჩევნებით ივნიშვილის ხელისუფლება მმართველობას ჩამოშორდება.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია ოლქებში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე შეთანხმდეს.

გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებით უკვე განვაცხადეთ, რომ მისი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრობის პოსტზე გაერთიანებული ოპოზიციის ფარგლებში არ განხილულა, რაც შეეხება მაჟორიტარებს, ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი დღეს, ზოგადად, არა მხოლოდ გაერთიანებული ოპოზიციის ფარგლებში, არამედ იმ დიდ ფორმატში, რომელიც "ლეიბორისტების" პარტიაში მიმდინარეობს. ასე რომ,  ჩვენ მივალთ აუცილებლად გარკვეულ შეთანხმებმდე . ეს არის, უბრალოდ, დროის საკითხი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევთანხმდეთ საერთო ოპოზიციური კანდიდატებზე ყველა ოლქში, მაგრამ თუ ეს შეთანხმება ვერ მოხდა და ოპოზიციამ აირჩია სხვა სტრატეგია არჩევნებზე გასვლის, არის მეორე ვარიანტი კიდევ, რომ პირველ ტურში გამარჯვებულ ყველა კანდიდატს დაუჭიროს ოპოზიციამ მხარი,- განაცხადა უდუმაშვილმა. 

"ევროპული საქართველოს" წევრის, სერგი კაპანაძის შეფასებით, ოპოზიციის მთავარი ამოცანა არჩევნების პირველ ტურში ბიძნა ივანიშვილის დამარცხება უნდა იყოს. 

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ  ოპოზიციურმა ძალებმა მოახდინონ საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმება, ან პოზიციების კოორდინირება მაჟორიტარულ ოლქებში. ეს შეიძლება იყოს თანამშრომლობა, შეიძლება იყოს კანდიდატების არ დაყენება, შეიძლება იყოს საერთო კანდიდატებზე შეთანხმება, მაგრამ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, პირველ ტურში ბიძინა ივანიშვილის დამარცხება,- აცხადებს  კაპანაძე. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი