"ემპათია" სასჯელაღსრულებიდან პასუხს ისევ ელოდება - უცნობია როდის შევა ალტერნატიული კონსილიუმი ციხეში

გამოქვეყნდა:

ჯერ ისევ უცნობია როდის შევა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ციხეში ალტერნატიული ექიმთა კონსილიუმი. ცენტრ "ემპათაში" პასუხს ამ დრომდე ელოდებიან.

მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ ის უკვე მუშაობს ალტერნატიული კონსილიუმის დასკვნაზე, რათა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრულყოფილი სურათი შეიქმნას.

"ჩვენ ვესაუბრეთ გუშინ ქალბატონ თამთა დემურიშვილს, სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელს და წესით პასუხი უნდა მოგვსვლოდა ან გუშინ ან მოგვივა დღეს, პრაქტიკულად პასუხის გაცემა შესაძლებელი იყო იმავე დღეს ვინაიდან შემთხვევა არის ძალიან ურგენტული, და ადამიანური, ჰუმანური სტანდარტებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად იმავე დღეს უნდა გაეცათ წესით პასუხის. 

ექსპერტიზა მიმდინარეობს წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის, ასევე, იურიდიული დოკუმენტაციის თუ მიღებული ინფორმაციების შესაბამისად, და უკვე დასკვნა მზადდება", - თქვა ჯიშკარიანმა. 

თამთა დემურიშვილი "მთავარ არხთან" ამბობს, რომ ცენტრ "ემპათიას" პასუხი გუშინ გაუგზავნეს.

"ცენტრ ემპათიას გუშინ გაეგზავნა პასუხი. მოიძიოს კარგად და ნახავს. დანარჩენზე მათ ჰკითხეთ", - თქვა მან.

დემურიშვილს არ დაუკონკრეტებია დააკმაყოფილეს თუ არა ცენტრის მოთხოვნა. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე 34-ე დღეა შიმშილობს. ადვოკატების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი