ესენი იყვნენ მეტადონის პროგრამაში ჩართული პირები, რომლებიც გავლენას ახდენდნენ ამომრჩევლებზე - ნაცემი დამკვირვებელი

გამოქვეყნდა:

ჩუღურეთის მე-10 და 35-ე საარჩევნო უბნებთან, სადაც "ენმ"-ს დამკვირვებელს, 18 წლის მარიამ ტრდატიანს თავს დაესხნენ, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა.

შემთხვევა არჩევნების დღეს მოხდა.

დაზარალებულის თქმით, მას თავს მეტადონის პროგრამაში ჩართული პირები დაესხნენ, რომლებიც არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ და გავლენას ახდენდნენ საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩევლებზე.

"ავუხსენი როგორ წამართვეს ტელეფონი, ავუხსენი თუ სად გაიქცნენ. ასევე მივუთითე ვიდეოკამერები, აქ არის ვიდეოკამერები, რომლებიც ამ ფაქტს ადასტურებს და რა თქმა უნდა, მოვითხოვე ამ კამერების ამოღება. ეს პირები იყვნენ მეტადონის პროგრამაში ჩართული პირები, რომლებიც არ იმყოფებოდნენ ფხიზელ მდგომარეობაში და გავლენას ახდენდნენ ამომრჩევლებზე, უბანზე მისული ამომრჩევლები, შეყავდათ და გამოყავდათ და ძალიან დიდი ზეგავლენას ახდენდნენ მათზე. ამის გამო მინდოდა, რომ მქონოდა ეს კადრები ტელეფონში" - ამბობს მარიამ ტრდატიანი

დაზარალებულის ადვოკატის, ბექა ჯანელიძის თქმით, ტრდატიანს ფიზიკური დ სიტყვიერი შეურაცხყოფის გარდა, სიცოცხლის მოსპობითაც დაემუქრნენ. ადვოკატი ყველა თავდამსხმელის დროულად იდენტიფიცირებას ითხოვს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი