"5-6 მამაკაცი მიჭერდა, მირტყამდა" - დამკვირვებელს არჩევნების დღეს, მეტადონის პროგრამაში ჩართულებმა სცემეს​

გამოქვეყნდა:

18 წლის დამკვირვებელ გოგონას არჩევნების დღეს მეტადონის პროგრამაში ჩართული 10 მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა, მობილური წაართვა და ყველა ის ვიდეო წაუშალა, სადაც კონკრეტული დარღვევები იყო დაფიქსირებული.

კერძოდ, კადრებში ჩანდა რომ საარჩევნო უბანზე რიგდებოდა ფული და ამ პროცესში მონაწილეობდნენ მეტადონის პროგრამაში ჩართული ადამიანები.  აგრესიულმა მამაკაცებმა ნაცემ გოგონას ტელეფონი მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნეს, რაც  ყველა ვიდეო წაშალეს.

18 წლის მარიამ ტრდატიანი, რომელიც ენმ-ს დამკვირვებელი იყო,  მომხდარის დეტალებს "მთავარ არხთან" იხსენებს:

"მანქანში ვიჯექი, ვცადე კადრის დაფიქსირება, რა დროსაც დაახლოებით 10 მამაკაცი გამოიქცა ჩემკენ, ტელეფონი წამართვეს, გადავედი მანქანიდან ვითხოვე დაბრუნება, რა დროსაც ერთმა მეორეს გადააწოდა ჩემი მობილური და უთხრა, გაიქეცი და ყველა კადრი წაშალეო. ამის შემდეგ 5-6 მამაკაცი მიჭერდა, მირტყამდა, მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მემუქრებოდნენ, თუ არ დაწყნარდები მოგკალვთო" - ამბობს ტრდატიანი

შემთხვევა ჩუღურეთში, მე-10 და 36-ე უბნებთან მოხდა.

ამჟამად ახალგაზრდა პოლიციის განყოფილებაშია და ჩვენებას აზუსტებს. არსებული ინფორმაციით, დღეს ჩატარდება საგამოძიებო ექსპერიმენტიც.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი