"არ გვაქვს ბევრი დრო... ხვალ ალბათ მოგვიწევს ბიძინა ივანიშვილისთვის ულტიმატუმის წაყენება"- ნანუკა ჟორჟოლიანი

გამოქვეყნდა:

საკითხი დგას ძალიან მარტივად, ან უხარიათ რუსებს, ან გვიხარია ჩვენ - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც რუსთავის მე-12 ციხესთან იმყოფება, სადაც დღეს 18 საათზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იგეგმება: 

"დღეს მე ყველას მოვუწოდებ, რომ ჩამოვიდეს რუსთავში ციხესთან და მოითხოვოს მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო. ჩვენ დღეს, ხვალ, აქ შევიკრიბებით, ამიტომ ხვალ ალბათ მოგვიწევს ბიძინა ივანიშვლისთვის ულტიმატუმის წაყენება და მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც ულტიმატუმს წაუყენებს და დღევანდელი განცხადების ფონზე, კიდევ ერთხელ მინდა მივმართო სუს-ის მაღალჩინოსნებს და ბატონ ლილუაშვილს, დიახ, რევოლუცია მოდის, იმ შემთხვევაში თუ გონს არ მოეგებით" აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი "დღის სტუმრის" ეთერში.

შეგახსენებთ, სუს-მა დღეს მორიგი განცხადება გაავრცელა და გააფრთხილა "დესტრუქციული ძალები"

ამავე თემაზე:

"ზუგდიდში მაქვს დღეს რევოლუცია და მოდით" - წითლიძე სუს-ს
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი