
მიხელ სააკაშვილის გათავისუფლება გლაზგოდან მოითხოვეს ბრიტანეთში მცხოვრებმა ქართველებმა. ემიგრანტები სიმბოლურად იმ ქალაქში შეიკრიბნენ, სადაც პრემიერი ღარიბაშვილი მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერებთან ერთად ფოტოების გადასაღებად პოზიორობდა.
ქართველი ემიგრანტების თქმით, სააკაშვილი რეჟიმის უკანონო პატიმარია, რომლის ციხეში გამოკეტვის ბრძანება ივანიშვილმა ვლადიმერ პუტინისგან მიიღო.
აქცია საქართველოს მოქალაქეებმა იმავე შენობასთან გამართეს, სადაც გაეროს კლიმატის გლობალური სამიტი იმართება.