სუს-ის განცხადება მძიმე რეპრესიების დაანონსებაა - იურისტები 

გამოქვეყნდა:

რევოლუციასთან დაკავშირებით სუს-ის განცხადებას იურისტები ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ამ განცხადებით უწყება მოქალაქეების მიმართ რეპრესიებს აანონსებს.

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე" ედუარდ მარიკაშვილი განმარტავს, რომ თუკი ცალკე აღებული განცხადებები არ იწვევს საფრთხეებს, ის არ შეიძლება პასუხისმგებლობის საფუძველი გახდეს.

"უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, ძალიან მძიმე რეპრესიების დაანონსებაა. განცხადებები არ არის დამახასიათებელი დემოკრატიული წესწყობილების ქვეყნებისთვის, არამედ ეს არის დაახლოებით ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურისთვის დამახასიათებელი განცხადება." - თქვა ედუარდ მარიკაშვილმა.

ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება რეალურად, პროტესტის ჩახშობას ცდილობს. მისი თქმით, სუს-ი არა ქვეყნის უსაფრთხოებას არამედ "ქართულ ოცნებას" ემსახურება.

"ქართული ოცნება, რეალურად ცდილობს, პოლიტიკური წინააღმდეგობის ჩაქრობას. კარგად ვიცით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ზრუნავს არა სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე, არამედ იმაზე, რომ ქართულ ოცნებას გაუხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა",- თქვა დიმიტრი საძაგლიშვლმა.

ცნობისთვის, დღეს, 3 ნოემბერს სუს-მა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სოციალურ ქსელებსა და მედიასაშუალებებში ხელისუფლების დამხობისა და რევოლუციის მოწოდებები ვრცელდება. უწყება "დესტრუქციულ ძალებს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ დანაშაულებრივი ქმედებებისგან".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი