
საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თანამებრძოლმა და ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თემურ ჯანაშიამ მოინახულა.
ჯანაშიას თქმით, მიხეილ სააკაშვილს, უკვე ეტყობა წონაში კლება, არეული აქვს პულსი და არასტაბილურია წნევის მდგომარეობა.
მე მოვუწოდებ ხელისუფლებას გამოიყვანოს ეს ადამიანი ციხიდან ან სასამართლოზე მიიყვანონ, ან გამოაჩინონ ეკრანებთან, რომ საზოგადოებამ თვითონ ნახოს რა მდგომარეობაშია პრეზიდენტი. ბრძოლას გავაგრძელებთ და მივიყვანთ იქამდე, რომ ეს კაცი დატოვებს ციხის კარებს და არჩევნებიც იქნება ჩატარებული ჩვენი მოთხოვნის შესაბამისად - ამბობს ჯანაშია.
შეგახსნებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკვე 34 დღეა სამარტოო საკანში შიმშილობს.