სალომე ზურაბიშვილი პატრიარქს, იუსტიციის მინისტრსა და ცესკოს თავმჯდომარეს შეხვდა

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილი პატრიარქს, იუსტიციის მინისტრსა და ცესკოს თავმჯდომარეს შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა მის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დევს.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარესთან თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრა, განიხილა "გამოვლენილი შესაძლო ხარვეზები", მეორე ტურის შედეგების შემთხვევითი შერჩევით გადათვლისა და ცესკოში შესული საჩივრების განხილვის მიმდინარეობა.

არაფერია ნათქვამი რაზე ისაუბრა ზურაბიშვილმა იუსტიციის მინისტრთან.

გარდა ამისა, დღესვე, პრეზიდენტის მრჩეველი პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნულ წევრს, თამარ ღვამიჩავას შეხვდა.

სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან და აშშ-ს ელჩის მოადგილე რაიან ჰარკერ ჰარისთანაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი