ვაშინგტონს უფლება არ აქვს სხვა ქვეყნები ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულოს - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი

გამოქვეყნდა:

ოფიციალურ ვაშინგტონს მორალური უფლება არ აქვს სხვა ქვეყნები ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულოს - ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი მარია ზახაროვა აშშ-ში მიმდინარე პროცესებს. ამერიკაში გამართულ აქციები შეაფასა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. ჯავად ზარიფის თქმით, ამერიკელი ხალხი დაღალა ლიდერების რასისტულმა ქმედებებმა, მათმა კორუფციულმა გარიგებებმა  და იმ უსამართლობამ, რომელსაც თეთრი სახლი სჩადის.

ოფიციალური პეკინი კი მიიჩნევს, რომ რასობრივი დისკრიმინაცია შეერთებული შტატების სოციალური დაავადებაა და ხელისუფელებამ ეს პრობლემები დაუყოვნებლივ უნდა მოაგვაროს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი