
ქუთაისში ოპოზიციის ვიცე-მერობის კანდიდატი, იმედა კლდიაშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით Facebook-ზე მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ მისი ქმედება ქვეყნისთვის თავგანწირვაა.
"არ ყოფილა იოლი დაწერო პრეზიდენტზე. დიდხანს ვეძებდი სიტყვებს.
პრეზიდენტისგან რომელთანაც ასოცირდება ქვეყნის წარმატება და ასევე იყო შეცდომებიც რომელიც ჩემში მწვავე პროტეტს იწვევდა.
თუმცა დღეს მგონია რომ წარსული დროებით უკან უნდა გადავდოთ და დღევანდელობიდან შევხედოთ სიტუაციას
დღეს პრეზიდენტის ქმედება არ შეიძლება შეფასდეს სხვანაირად თუ არა თავგანწირვა. თავგანწირვა იმისითვის რომ ქვეყანას მოშორდეს რუსი ოლიგარქი.
გამძლეობას და წარმატებას ვუსურვებ ამ ბრძოლაში.
აქვე მოგიწოდებთ თითოეულ ჩვენთაგანი ჩავდგეთ ამ ბრძოლაში. დღეს ყველას მიზანი უნდა გახდეს რომ ოლიგარქის მმართველობა მოვაშოროთ ქვეყანას. თითოეულმა ჩვენთაგანმა ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ამ საქმეში, მითუმეტეს მაშინ როცა ხელისუფლება გვიყალბებს არჩევნებს გვართმევს თავისუფალ არჩვენის გაკეთების უფლებას. მშვიდობა ყველამ უნდა დავიცვათ, მშვიდობა ძვირფასია ეს ვიცით ყველა ქართველმა, თუმცა თუ თავისუფლებას და თავისუფალ არჩევანს გვართმევენ მაშინ ჩვენ მოვალეობაა და უფლება გვაქვს არ დავემორჩილოთ ასეთ ხელისუფლებას.
გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი ამ ხელისუფლების მიმართ და დავიწყოთ საყოველთაო დაუმორჩილებლობა.
ეს ყველაზე დიდი მხარდამჭერა პოლიტიკურ პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტისთვის.
ეს ყველაზე სწორი ქმედებაა თავისუფალი არჩევანის დასაბრუნებლად",-წერს იმედა კლდიაშვილი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 34 დღეა საპატიმროში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
ამასთან ოპოზიციის წარმომადგენლები გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ 30 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და ის ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს.
ქვეყნის მასშტაბით, გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები იმართება.