"ბატონო პრეზიდენტო, მტკიცედ და მხნედ იყავით, როგორც თქვენ გვასწავლიდით" - ზუგდიდში აქცია დაიწყო

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში ოპოზიციის აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეები 30 ოქტომბრის გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.

აქცია ანი წითლიძის მიმართვით გაიხსნა, რომელმაც არჩევნების შეაფასა, იმ დარღვევებსა და ე.წ. ძველი ბიჭების ჩარევებზე ისაუბრა, რომლებსაც 30 ოქტომბერს ჰქონდა ადგილი.

მან მიხეილ სააკაშვილსაც მიმართა და გაამხნევა: ბატონო პრეზიდენტო, მტკიცედ და მხნედ იყავით, როგორც თქვენ გვასწავლიდით.

შეგახსენებთ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა რეგიონებსა და თბილისში მასშტაბური აქციები თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ დააანონსეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი