ჩემი პოზიცია შეწყალებაზე მყარი და უცვლელია - არა და არასოდეს - ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მესამე პრეზიდენტს არ შეიწყალებს - განცხადება მან ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

ზურაბიშვილმა ვრცლად ისაუბრა ჩატარებულ არჩევნებზე, დადებითად შეაფასა ის, მიულოცა გამარჯვებულ მერებს და საკრებულოებს, მიმოიხილა მძიმე ეპიდვითრება, იუსტიციის საბჭოში დანიშვნები და მხოლოდ ვრცელი მიმართვის ბოლოს, 2 სიტყვით გამოეხმაურა მესამე პრეზიდენტის 34 დღიან შიმშილობას:

"ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია - არა და არასოდეს. ყოფილი პრეზიდენტი არც პოლიტიკური პატიმრობის და არც უდანაშაულობის მსხვერპლის კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. ის არის ნებაყოფლობით და არალეგალური გზით ქვეყანაში შემოღწეული მსჯავრდებული, რომლის ქვეყანაში შემოსვლა მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას" განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი "უნდა იყოს მიჩნეული განსაკუთრებულ პატიმრად", რაც პენიტენციურისა და ხელისუფლების მხრიდან, განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დამძიმება შესაძლოა პოლიტიკური მიზნებით, დესტაბილიზაციისთვის გამოიყენონ. საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვლის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი