ჯანმომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ინდური წარმოების ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ინდური წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა "კოვაქსინის" გადაუდებელი მიზნით გამოყენებას მხარი დაუჭირა.

ჯანმოს წარმომადგენლის თქმით, ვაქცინას უფრო მეტი სარგებელი აქვს, ვიდრე რისკი.

ვაქცინას 18 წლისა და უფროსი ასაკის პირები 2 დოზით,4 კვირიანი ინტერვალით გაიკეთებენ.

ცნობისთვის, კოვაქსინი კორონავირუსის საწინააღმდეგო მე-7 ვაქცინაა, რომელსაც ჯანმომ ავტორიზაცია მიანიჭა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი