ტესტების რეზულტატები უარესია...პრეზიდენტი უჩივის გულის ფრიალს - მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი კიდევ უფრო დასუსტებულია. მისი თქმით, გაუარესებულია ტესტების პასუხებიც.

"დღეს მივიღეთ ტესტები პასუხები და კონსილიუმთან გავიარეთ ყველა პარამეტრები. წინა კონსილიუმთან შედარებით, რომელიც იყო დაახლოებით ერთი კვირის წინ, რეზულტატები უარესია. პრეზიდენტი უჩივის გულის ფრიალს, უფრო მეტად სუსტია ვიდრე იყო ადრე და ა.შ. საგანგაშო მდგომარეობა შეიძლება ყოველ წუთას მოვიდეს. მე ზუსტად ვერ გეტყვით, რადგან ძალიან არასტაბილური სიტუაციაა",-თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, უკვე 34 დღეა საპატიმროში, პროტესტის ნიშნად, შიმშილობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი