
თალიბანმა ავღანეთში უცხოური ვალუტის გამოყენება აკრძალა. ქვეყანაში მხოლოდ ავღანეთის ეროვნული ვალუტის გამოყენება იქნება ნებადართული. თალიბანის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ტრანზაქციების ეროვნულ ვალუტაში განხორციელება ქვეყანას ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანაში დაეხმარება.
თალიბანის მთავრობის განცხადებაში ასევე წერია, რომ ის ვინც ბრძანებას დაარღვევს, კანონის შესაბამისად დაისჯება.