ყველასი მესმის, ვინც მთხოვს რომ არ ვიშიმშილო... გამორიცხულია სიტყვების გადათქმა - ხოშტარია

გამოქვეყნდა:

"ყველასი მესმის, ვინც მთხოვს რომ არ ვიშიმშილო, ოღონდ წინასწარ გეუბნებით გამორიცხულია სიტყვის გადათქმა", - ამის შესახებ "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია Facebook-ზე წერს. 

ძალიან ვწუხვარ, რომ შიმშილობის გადაწყვეტილების მიღება მომიწია, ვიცი რამდენი ადამიანი შევაწუხე ამითი და ვიცი ზოგადად რა ცუდ ფონს ქმნის ეს ყველაფერი. ბევრი ვიფიქრე, ემოციურად არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება, ავწონე რისკები, რაც ქვეყანას უდგას და ავწონე ბრძოლის გზები. 

მართლა არ მინდა თუნდაც ოცნებამ კედელთან მიმწყვდევის გადაწყვეტილებად მიიღოს ეს. მკიდია მაგათთან შეჯიბრი ამ მომენტში. ეგებ დააკლიკოს და მიხვდენ, რომ სიცოცხლესთან თამაში ძალიან საშიშია ყველასთვის. მათ კარგად იციან რომ არ ვხუმრობ, სუსმა მაინც ხო იცის.

ყველასი მესმის, ვინც მთხოვს რომ არ ვიშიმშილო, ოღონდ წინასწარ გეუბნებით გამორიცხულია სიტყვის გადათქმა. 

დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის. ყველაფერი კარგად იქნება, - წერს ელენე ხოშტარია. 

ელენე ხოშტარიამ შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო. როგორც ის ამბობს, პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი