ჩვენი გამარჯვება იყო უპირობო - ოპოზიცია ქუთაისის აქციისთვის ემზადება

გამოქვეყნდა:

ქუთაისი საპროტესტო აქციისთვის ემზადება - დღეს, 4 ნოემბერს ერთიანი ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნებისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას კიდევ ერთხელ მოითხოვს. 

მოქალაქეები 17:00 საათზე ქუთაისის ცენტრში, თოჯინების თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან.

"რა თქმა უნდა, იქნებიან როგორც ქუთაისიდან, ასევე იმერეთიდან. იქნებიან ლიდერებიც, ყველა ის ადამიანი, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია რეჟიმის დამარცხება, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება. ველოდებით სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებსაც. ქუთაისში ჩვენი გამარჯვება იყო უპირობო, რაზეც თანხმდება ყევლა", - თქვა ხატია დეკანოიძემ. 

ცნობისთვის, ოპოზიციის საპროტესტო აქციები უკვე გაიმართა ზუგდიდსა და ბათუმში. შაბათს, 6 ნოემბერს, მასშტაბური აქციაა დაგეგმილი თბილისში, თავისუფლების მოედანზე, რომელსაც მოქალაქეები სხვადასხვა რეგიონებიდანაც შეუერთდებიან.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი