"მოგყვები წალენჯიხაში, როგორც კი დაიწყებ ეგრევე ჩამოვალ" - თემურ ჭყონიას წერილი ხაზარაძეს

გამოქვეყნდა:

"ლელო საქართველოსთვის" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ წალენჯიხაში გადასვლას ბიზნესმენი თემურ ჭყონიაც აპირებს. 

"დილით თემურ ჭყონიას წერილი დამხვდა.

"მეც მოგყვები წალენჯიხაში, როგორც კი დაიწყებ ეგრევე ჩამოვალ"

მაგარი კაცი ხარ თემურ, მადლობა, ერთად ბევრ საქმეს გავაკეთებთ", - წერს მამუკა ხაზარაძე Facebook-ზე.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ 3 ნოემბერს განაცხადა, რომ წალენჯიხაში გადასახლებას აპირებს და უახლოეს მომავალში იქ ბინას იყიდის. მისი თქმით, მთელ გამოცდილებას გამოიყენებს, რომ წალენჯიხა ოაზისად იქცეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი