
"ამ ხელისუფლებაზე მეტად ისტორია თქვენ დაგსჯით" - ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს მიმართავს.
"თქვენგან რამდენიმე კილომეტრში საქართველოს მესამე პრეზიდენტი შიმშილობს უკვე 35-ე დღეა. ნუთუ ჯაბა იოსელიანის სიცოცხლეზე მეტი არ ღირს მიშას როლი თქვენს გაძლიერებაში (სამწუხაროდ) და ქვეყნის ისტორიაში.
ამ ხელისუფლებაზე მეტად ისტორია თქვენ დაგსჯით. ზვიადისთან დაშვებული შეცდომები სამეგრელომ დიდხანს არ გაპატიათ და ამჯერად მთელი ქვეყნის რეაქციას მიიღებთ. დროა იმოქმედოთ, როგორც ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში უკვე 35 დღეა შიმშილობს. ადვოკატების ინფორმაციით, მას წონის 10% უკვე დაკლებული აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება. პენიტენცური სამსახური ექიმების ალტერნატიულ კონსილიუმს მისი მონახულების საშუალებას ამ დრომდე არ აძლევს.