
სუს-ის განცხადება პოლიტიკური მუქარის განცდას აჩენს - ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება:
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 3 ნოემბრის განცხადება, რომლითაც უწყებამ დააანონსა გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე, წარმოადგენს მცდელობას, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები არსებითად უსაფრთხოების ლოგიკას დაუქვემდებაროს და არსებული პოლიტიკური უკმაყოფილების და მათი გამოხატვის კრიმინალიზება დაუშვას. განცხადება ამავდროულად აძლიერებს ეჭვებს უსაფრთხოების სისტემის პოლიტიკური და პარტიული ინტერესით ინსტრუმენტალიზების თაობაზე" - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
მათივე თქმით, სუს-ის მხრიდან მსგავსი გამოძიების დაანონსება არ არის სიახლე და მისი მიზანი, ნაცვლად რეალური დანაშაულებრივი ქმედებების გამოაშკარავებისა, ან დამნაშავეების დასჯისა, იყო საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირება, ან არსებული საპროტესტო მუხტის შესუსტება.
ამავე თემაზე:
"რევოლუცია" ისჯება - სუს-ი და "ოცნება" ოპონენტების დევნის ახალ ეტაპზე გადადის