"დროას" ლიდერ, ელენე ხოშტარიასთან, რომელიც მე-2 დღეა პარლამენტში შიმშილობს გოკა გაბაშვილს არ უშვებენ. მისი თქმით, რამდენიმე მოწვევის წევრია და ლეგალურად დაშვებული საშვი აქვს, მათ შორის დავით ბაქრაძის მიერ დაშვებული.
გაბაშვილი ამბობს, რომ განმარტება არ მიუღია და ეუბნებიან, რომ შესვლის უფლება არ აქვს.
"არ ვიცი რა დაავალეს, როგორ დაავალეს, აბსოლუტურად უკანონოდ, უწესოდ, უზნეოდ დგანან და მეუბნებიან, რომ შესვლის უფლება არ მაქვს", - ამბობს გაბაშვილი.
გაბაშვილი ამ დრომდე პარლამენტის ჭიშკართან რჩება.